ანტი-თურქული ნარატივები ქართულ მედიებში

ოკუპანტი, ისტორიული მტერი, პოლიტიკური საფრთე, კულტურული საფრთხე- ამ ფრაზების გაგონებაზე ალბათ, უმეტესობას ასოციაცია რუსეთთან გაუჩნდება, თუმცა ბოლო პერიოდში, თურქეთთან მიმართებაშიც ხშირად გაიგონებთ მსგავს გზავნილებს.
ანტი-თურქული განწყობების გაღრმავების პრაქტიკა საქართველოში არც ისე ახალი საკითხია, თუმცა დღეს ანტი-თურქული განწყობების გავრცელების საყრდენი ნამახვან ჰესზე გადის. ანტი-სახელმწიფოებრივი ძალები ცდილობენ აღნიშნული პროექტი მოარგონ სცენარს, რომლის მიხედვითაც თურქეთი მშვიდობიანად, ეკონომიკის დახმარებით ცდილობს საქართველოს ოკუპაციას. ამ ყველაფერს კი ხელს უწყებენ ანტიდასავლური მედიები, რომელთა უკანაც, ხშირ შემთხვევაში რუსეთი დგას.
საქართველოში გავრცელებული ანტითურქული გზავნილები რამდენიმე ძირითად მიმართულებად შეიძლება დავყოთ.
— თურქეთი ცდილობს საქართველოს ეკონომიკურ ოკუპაციას.
— თურქეთი ცდილობს საქართველოს ფიზიკურ ოკუპაციას, რათა შეასრულოს ნეოოსმანიზმის გეოპოლიტიკური გეგმა.
— თურქეთი საქართველოს რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობს.
საქართველოში თურქოფობიური განცხადებები გავრცელებით, განსაკუთრებით ოთხი მედია პლატფორმა გამოირჩევა: ალტ-ინფო, ობიექტივი და, NEWS FRONT

ალტ-ინფო - ქართულ ტელესივრცეში 8 იანვრიდან მაუწყებლობს. იქამდე კი ფეისბუქის საშუალებით მაუწყებობდნენ. მათი ფეიბუქ ანგარიში წაიშალა დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო. ეთერში დიდი ყურადღება ეთმობა ანტიდასავლური გზავნილებს.
  • ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ალტ-ინფოს ეთერში ამბობს: "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაიცავს რიონს ხეობას, რომ იქ ნეოოსმანიზმის იდეოლოგია არ შემოვიდეს"
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი: "ეს რომ იყოს გერმანული, ფრანგული ან ინგლისური პროექტი, აქ გასაგებია ბიზნეს ინტერესებია, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თურქეთზე, საფრთხები ბუნებრივად ჩნდება, იმიტომ რომ თურქეთს აქვს, არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეკონომიკური ექსპანსიაც მიზნად, ამიტომ აქ სიფრთხილე გვმართებს“
მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილია. ობექტივის ეთერში თურქეთი ძირითადად, საქართველოს მტრად არის წარმოჩენილი, რუსეთი კი მეგობარ სახელმწიფოდ.
"ობიექტივის ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრი, ვაჟა ოთარაშვილი ამბობს: - „ნამახვან ხესის აშენება ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წაქცევას“ - „საქართველოს შუაგულში ჩვენ 600 გექტრამდე, ვაძლევთ ჩვენს ისტორიულ მტერს“
"პოლონეთს იმდენი ვაშლი მოჰყავს რომ რუსეთში შეაქვს, ჩვენ ჩავკეტეთ რუსეთის ბაზარი, მტერია, ვითომ ახლა თურქეთი ისარი რაქვია, ჩვენი ამშენებელი, თურქეთი რა, ჩვენი ისტორიული მტერი არ არის?“
NEWS FRONT-კრემლისტური მედიაა, რომელიც ქართულ სივრცეში 2019 წლიდან გამოჩნდა. ამ მედია პლატფორმაზე გამოქვეყნებული ნარატივები კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.
ალტ-ინფოს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ნამახვან ჰესის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე: „თითქოს თურქეთის შემადგენლობაში შეგვიყვანეს და ქვეყნის პირველი პირი არის გურჯისტანის ფაშა, სახელად ირაკლი ბეი. რა შეიძლება ითქვას? რავიცი უკვე ალბათ არც არაფერი. ეხლა უკვე სხვა ქმედებებია საჭირო ❗️დიალოგი უკვე შეუძლებელია❗️ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავა ის დაემართება, რაც ილ-ღაზს დაემართა“
ალტ-ინფოს ეთერში რამდენჯერმე მოიწვიეს რუსი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი, ალექსანდრე დუგინი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა რუსეთია.
"ვის შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თეორიულადაც კი? ეს არაა ვაშინგტონი, არც თურქეთი, ირანი სომხეთი ან აზერბაიჯანი. გასაღღები რუსეთის ხელთაა."
—" იყოთ კოლონია ქვეყნისა რომელსაც სძულს ტრადიცია, უპირისპირდება ქრისტიანობას, ნუთუ მართლაც უკეთესია ვიდრე რუსეთის მოკავშირედ ყოფნა?"
ალექსანდრე დუგინი

»
ზოგადად თუ დავაკვირდებით აღნიშნულ თუ სხვა მედია საშუალებებს, რომლებიც საკმაოდ ხშირად ავრცელებენ ანტი-თურქულ განწყობებს, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ანტი-თურქულ ნარატივებთან ერთად, ავრცელებენ ანტიდასავლურ კრიტიკას.
ყველა მედია საშუალება, რომელიც თურქოფობიურ გზავნილებს ავრცელებს, თავისი ანტითურქული ნარატივების საყრდენად ძირითადად ყარსის ხელშეკრულებას იყენებს და მასთან დაკავშირებული მითებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, აღნიშნულ ხელშეკრულებას 2021 წელს გასდის ვადა, ამის შემდგომ უკვე აჭარა საფრთხის წინაშეა, თურქეთი მას წაგვართმევს, ამიტომ, აჭარის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ. რეალურად, ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა, რადგან ხელშეკრულებას ვადები არ გააჩნია. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სტატიაში.

FACEBOOK გვერდები, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ, თურქოფობიურ გზავნილებს

ანტი-თურქული ნარატვების გასავრცელებლად, სოციალური ქსელი აქტიურად გამოიყენება. ფეისბუქზე მსგავსი შინაარსით გამოირჩევიან გვერდები: „თურქეთი ოკუპანტია“, „ქართული გვერდი“, „ქართული გენი“(გავერთიანდეთ ქართველებო), „არა ნამახვან ჰესს“, „ქართული ძალა“.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი ძალიან აქტიური გვერდია „თურქეთი ოკუპანტია“ რომელიც თითქოს შემეცნებითი გვერდია, რეალურად კი საკმაოდ აქტიური ანტი-თურქული ნარატივებით გამოირჩევა. გვერდი 2018 წელს შეიქმნა. პოსტებს საკმაოდ ბევრი მოწონება, გაზიარება და კომენტარი აქვს, რაც მიუთითებს, რომ საზოგადოების ნაწილს ნამდვილად სჯერა გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციების.
კიდევ ერთი გვერდი, რომელიც ანტითურქული გზავნილებით გამოირჩევა არის „ქართული გვერდი. გვერდი შექმნილია 2018 წელს და საკმაოდ ხშირად ავრცელებს ანტითურქულ გზავნილებს. ბოლო პერიოდში, აღნიშნული "ქართული გვერდი" განსაკუთრებით აქტიურობს ნამახვან ჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ფეისბუქ ჯგუფში „ქართული გენი(გავერთიანდეთ ქართველებო)“ 54.2 ათასი წევრია, რომელიც 2017 წელს, ქართული სულიერების ამაღლებისა და ადათ-წესების შენარჩუნება განმტკიცებისთვის შეიქმნა. ნამახვან ჰესთან დაკავშირებული ნარატივები იგივეა, რაც სხვა ანტითურქულ გვერდებზე.
ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული ნარატივებს ავრცელებს ფეისბუქ გვერდი „ქართული ძალა“ . გამოირჩევა რადიკალური ნაციონალისტური გზავნილებით. იმავე გვერდი აქვეყნებს ვიდეო პოსტს, სადაც ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაში მონაწილეები მოუწოდებენ საზოგადოებას მათთან ერთად დაიცვან სამშობლო.

»
საქართველოში თურქოფობიური გზავნილების გავრცელებასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს, ეთო ბუზიაშვილს, რომელმაც ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ანტითურქული განწყობების გავრცელების პროცესში რუსული კვალი აშკარად იკვეთება. ეთო ბუზიაშვილი ამბობს, რომ თურქოფობიური გზვანილების გააქტიურება ხშირად ემთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებს, რაც ბუნებრივია მიზახნმიმართულად ხდება.
ფაქტია, რომ ყველა ეს ანტი-თურქული ნარატივი, რაც ტრადიციული თუ სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება, საქართველოს მოსახლეობის თვალში თურქეთისგან მტრის ხატის შექმნას ემსახურება, რაც რეალურად, რუსული საფრთის განეიტრალების მიზნით ხდება .
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website